ახალციხეში თამარაშვილის ქუჩაზე N6 კორპუსის რეაბილიტაცია იგეგმება

ახალციხეში თამარაშვილის ქუჩის N6-ში საცხოვრებელი კორპუსის რეაბილიტაციისთვის მერია 235 მილიონ ლარამდე დახარჯვას გეგმავს, — ამის შესახებ ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, დაგეგმილია ფასადის დემონტაჟი და საკიდების, მოაჯირეების, კარ-ფანჯრების შეცვლა. ტენდერში მონაწილეობა ერთადერთმა კომპანიამ შპს „ნოვი პროექტმა“ მიიღო, რომელმაც სამუშაოებისთვის 234 171 ლარი შესთავაზა. გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაო 2 თვეში უნდა დაასრულოს.

როგორც მუნიციპალიტეტის მერიაში გვითხრეს, თანხა მთლიანად ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყოფა.