არგენტინამ სომხეთს ჰუმანიტარული დახმარება შესთავაზა მთიანი ყარაბაღიდან იძულებით დევნილთა დასახმარებლად

არგენტინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სომხეთის საელჩოს ჰუმანიტარული დახმარება შესთავაზა აზერბაიჯანის თავდასხმებისა და ეთნიკური წმენდის შემდეგ მთიანი ყარაბაღის იძულებით გადაადგილებული მოსახლეობის მხარდასაჭერად.

ამის შესახებ Diaro Armenia ავრცელებს. მისიაში შედის ლოჯისტიკა და სხვა სპეციალისტები, ასევე გარკვეული აუცილებელი მარაგი, მედიკამენტები, სხვა სამედიცინო საშუალებები, მშრალი საკვები.

მოგვიანებით, 6 ოქტომბერს არგენტინის პრეზიდენტმა ალბერტო ფერნანდესმა მიიღო არგენტინის რესპუბლიკის სომხური ინსტიტუტების დელეგაცია. არგენტინის რესპუბლიკის სომხური ინსტიტუტების ხელმძღვანელობა მიესალმა გადაწყვეტილებას სომხეთში ,,თეთრი ჩაფხუტის” მისიის გაგზავნის შესახებ, რათა ჰუმანიტარული დახმარება გაუწიოს მთიანი ყარაბაღიდან იძულებით დევნილ მოსახლეობას. მათ ასევე მადლობა გადაუხადეს არგენტინის პრეზიდენტს G20-ის სამიტზე და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის განცხადებებისთვის და მოახსენეს ჰუმანიტარული სიტუაციის სერიოზულობაზე.

ალბერტო ფერნანდესმა, თავის მხრივ, ხაზი გაუსვა კონფლიქტის თვალსაჩინო გახდომის მნიშვნელობას. მან ასევე პირობა დადო, რომ დაუკავშირდებაა საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს, რათა კოორდინირება გაუწიოს სომხური თემის თხოვნებს აზერბაიჯანის მიერ უკანონოდ დატყვევებული მთიანი ყარაბაღის ხელმძღვანელობის დასაცავად და სომხური კულტურული მემკვიდრეობის განადგურების თავიდან ასაცილებლად.