ახალციხეში სამართალდამცველმა მოქალაქე სცემა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის პატრულ-ინსპექტორმა მოქალაქის მიმართ ჯგუფური ფიზიკური ძალადობის ფაქტი გამოავლინა.
ამავე წყაროს ცნობით, 2023 წლის 28 სექტემბერს, ახალციხეში, ბენზინგასამართი სადგურის ტერიტორიაზე, ჩხუბის დროს მოქალაქეს თავს დაესხნენ , რამაც ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება გამოიწვია.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც პირთა ჯგუფის მიერ ჯანმრთელობის მსუბუქი ზიანის მიყენებას გულისხმობს.