სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მთიანი ყარაბაღიდან ლტოლვილების საერთაშორისო დაცვა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან განიხილა

9 ოქტომბერს, ჟენევაში საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვაჰე გევორგიანი შეხვდა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილეს მოსახლეობის ლტოლვილთა და მიგრაციის საკითხებში ჯულიეტა ვალს ნოესს.
როგორც სრ-ის საგარეო საქმეთა სამინისტროში იუწყებიან, ვაჰე გევორგიანმა სახელმწიფო მდივნის მოადგილეს გააცნო აზერბაიჯანის მიერ მთიანი ყარაბაღის ხალხის მიმართ განხორციელებული ეთნიკური წმენდის პოლიტიკა და ადამიანის უფლებათა მასობრივი დარღვევები და დანაშაულებები.
წყაროს ცნობით, განიხილეს მთიანი ყარაბაღიდან ლტოლვილების საერთაშორისო დაცვისა და მხარდაჭერის საკითხები.