ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ ბაქოსთან მოლაპარაკებები ბრიუსელის ფორმატში უნდა მიმდინარეობდეს, ხოლო დიალოგის სხვა პლატფორმის შეთავაზებით აღიქმება, რომ „აზერბაიჯანს უკვე შეთანხმებული პრინციპების გაბათილება სურს“

სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშიანიანის განცხადებით, აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის ორმხრივი და სამმხრივი მოლაპარაკებების საქართველოში ჩატარების შესახებ წინადადება შეიძლება აღქმულ იქნას, როგორც მცდელობა ძირი გამოეთხაროს უკვე შეთანხმებულ პრინციპებს.

“შეხვედრა გაიმართა გრანადაში. სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების დარეგულირების პრინციპები ევროკავშირის პლატფორმაზე ჩამოყალიბდა, ჩვენი გადმოსახედიდან და ევროკავშირის გადმოსახედიდან. ნათელია, რომ, როდესაც ბრიუსელში ვხვდებით, საუბარი ამ პრინციპების ფარგლებში უნდა მიმდინარეობდეს, რომლებიც ვერ ვიტყვი, რომ მხოლოდ სომხეთის ინტერესებს ემთხვევა. სომხეთმა ისინი მიიღო და, სხვათა შორის, აზერბაიჯანმაც მიიღო…

თუ აზერბაიჯანი სხვა პლატფორმას გვთავაზობს, ჩვენს მიერ შეიძლება აღქმულ იქნას, რომ სხვა პლატფორმაზე ცვლილებით აზერბაიჯანს უკვე შეთანხმებული პრინციპების გაბათილება სურს…

დიალოგს არ ვეწინააღმდეგებით, მაგრამ ქმედებების კურსს ვეწინააღმდეგებით, რომლებიც უკვე შეთანხმებული პრინციპებიდან გადაიხრება”, – განაცხადა ფაშინიანმა.