ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი ეწვევა სომხეთს

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი დუნია მიატოვიჩი 16-23 ოქტომბერს ეწვევა სომხეთსა და აზერბაიჯანს, ასევე მთიან ყარაბაღს, სადაც ყურადღებას გაამახვილებს კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ადამიანების უფლებების მდგომარეობაზე.

ამის შესახებ  ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის ოფისში იუწყებიან. კომისარი შეხვედრებს გამართავს ხელისუფლების წარმომადგენლებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან. ვიზიტის ბოლოს გაკეთდება განცხადება.