ესპანეთის პარლამენტარებმა განცხადებით დაგმეს აზერბაიჯანის ქმედებები მთიან ყარაბაღში

17 ოქტომბერს ესპანეთის პარლამენტის შვიდმა ფრაქციამ მიიღო განცხადება აზერბაიჯანის მიერ მთიანი ყარაბაღის წინააღმდეგ განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებით, რომლის შედეგადაც ათასობით სომეხი იძულებით გადაადგილდა.

 განცხადებაში ფრაქციებმა მკაცრად დაგმეს „აზერბაიჯანის გაუმართლებელი თავდასხმა, რომელიც საფრთხეს უქმნის რეგიონულ უსაფრთხოებასა და სტაბილურობას“. ფრაქციებმა გამოთქვეს უკმაყოფილება იმის გამო, რომ აზერბაიჯანი უარს ამბობს 2020 წლის 9 ნოემბრის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შესრულებაზე და ასევე არ ასრულებს საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებებს.

ესპანელმა კანონმდებლებმა აზერბაიჯანს საომარი მოქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტა მოსთხოვეს და შეახსენეს, რომ ამ ქვეყანამ ერთხელ მოახდინა გენოციდის პრევენციისა და დასჯის შესახებ გაეროს კონვენციის რატიფიცირება. მათ დაგმეს აზერბაიჯანული ქმედებების შედეგად სომხური მხარის მსხვერპლი და სოლიდარობა გამოუცხადეს მთიანი ყარაბაღის სომეხ მოსახლეობას. განცხადებაში ნათქვამია, რომ ევროკავშირს შეუძლია და უნდა შეიტანოს თავისი წვლილი კონფლიქტის მოლაპარაკებების გზით და გრძელვადიანი გადაწყვეტის ძიებაში.