სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება შედარებით მშვიდია. სომხეთში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი

სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ამ დროისთვის შედარებით მშვიდი ვითარებაა.

 ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბარში სომხეთში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა მარკუს რიტერმა განაცხადა.

„ამ დროისთვის საზღვარზე ვითარება შედარებით მშვიდია. ჩვენს პატრულებს, რომლებიც ყოველდღიურად გამოდიან, დაძაბულობის ზრდა ამ წუთებში არ შეუნიშნიათ. ასე რომ, როგორც ჩანს, ამ მომენტში მშვიდი პერიოდი გვაქვს“, – თქვა რიტერმა.