ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით ჭადრაკში მუნიციპალური ჩემპიონატი გაიმართა. ამის შესახებ ახალქალაქის მუნიციპალიტეტი იუწყება.
საჭადრაკო ტურნირში 27 მოთამაშე მონაწილეობდა. საპრიზო ადგილები ასე გადანაწილდა:
1-ლი ადგილი – არმენ ხორშიკიანი,
მე-2 ადგილი – თემურ დოდელია,
მე-3 ადგილი – სურიკ არაქელიანი.
გამარჯვებული მოთამაშეები ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მედლებით, სიგელებითა და სიმბოლური პრიზებით დააჯილდოვეს.