ამერიკული ფარმაცევტული კომპანია Moderna-ს თანადამფუძნებელი ნუბარ აფეიანი CNN-ის ჟურნალისტ კრისტიან ამანპურსi აზერბაიჯანის მიერ მთიან ყარაბაღში განხორციელებულ ეთნიკურ წმენდაზე ესაუბრა.
აფეიანმა ისაუბრა აზერბაიჯანის მიერ 2020 წელს გაჩაღებულ 44-დღიან ომზე, 2 წლის შემდეგ ბაქოს მიერ მთიანი ყარაბაღის ბლოკადაზე და 2023 წ. 19 სექტემბერს მთიან ყარაბაღზე აზერბაიჯანის თავდასხმას, რომლის შედეგადაც ასობით ადამიანი დაიღუპა და სომხები იძულებულნი გახდნენ მასობრივად დაეტოვებინათ ისტორიული სამშობლო.
„როდესაც ვსაუბრობთ 120 000 ადამიანზე, რომელიც ტოვებს მშობლიურ მიწას, ეს კლასიკური განმარტებით არის ეთნიკური წმენდა. და ეს არ არის ჩემს მიერ მოცემული განმარტება. ეს არის განმარტება საერთაშორისო ექსპერტების უმრავლესობის მიერ, რომლებიც ამაზე საუბრობდნენ ბოლო ერთი თვის განმავლობაში და ამბობდნენ, რომ ის, რაც ხდება, ჯერ ბლოკადა, შემდეგ კი მოვლენები, რაც მას მოჰყვა, არის ეთნიკური წმენდა“, – განაცხადა აფეიანმა. მან ასევე ისაუბრა აზერბაიჯანის მიერ მთიანი ყარაბაღის ყოფილი სახელმწიფო მინისტრის რუბენ ვარდანიანის დაკავებაზე. ”ეს მართლაც ძალიან პირადი და მტკივნეული სიტუაციაა”, – თქვა აფეიანმა, გაიხსენა მისი 23-წლიანი ერთობლივი მუშაობა რუბენ ვარდანიანთან სხვადასხვა ჰუმანიტარულ პროექტებში და ასევე თქვა, რომ რუბენ ვარდანიანი დარჩა მთიან ყარაბაღში სახელმწიფო მინისტრის პოსტიდან წასვლის შემდეგაც და განახორციელა ჰუმანიტარული პროექტები.
მოდერნას ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ რუბენ ვარდანიანის მიმართ ბრალდებები უსაფუძვლოა და იმედი გამოთქვა, რომ საერთაშორისო ძალები რაიმეს გააკეთებენ როგორც რუბენ ვარდანიანთან, ასევე მთიანი ყარაბაღის სხვა დაკავებულ ჩინოვნიკებთან დაკავშირებით, რადგან უმოქმედობა და დაუსჯელობა ხელს უწყობს მსგავს დანაშაულებს, უსამართლობას.
ამ ყველაფრის განგაშის პირად მიზეზებზე საუბრისას აფეიანმა შეახსენა, რომ მისი წინაპრები ოსმალეთის იმპერიის მიერ განხორციელებულ სომეხთა გენოციდს გადაურჩნენ და მისი ოჯახი სამოქალაქო ომის დროს გაიქცა ლიბანიდან.
Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის შემქმნელი კომპანიის თანადამფუძნებელმა გაიხსენა თავისი მონაწილეობა სომხეთში გასული 25 წლის განმავლობაში სხვადასხვა პროექტებში, ასევე გლობალური ჰუმანიტარული ჯილდოს „ავრორას“ შექმნა. აფეიანის თქმით, ის კმაყოფილი იყო იმით, რომ სომეხთა გენოციდიდან ერთი საუკუნის შემდეგ, მას საშუალება ჰქონდა ამ პროექტის მეშვეობით დახმარებოდა სხვადასხვა ჩაგრულ ადამიანებს და დარწმუნდა, რომ მსგავსი რამ აღარ განმეორდება.
„როდესაც სამყარო განზე დგას და უსამართლობას უყურებს და არაფერს აკეთებს, სამართლიანობის მიღწევა კი არა, მშვიდობის მიღწევაც რთულია“, – ამბობს ნუბარ აფეიანი.