ევროკავშირი სომხეთთან უფრო მყარ და ღრმა ურთიერთობებს ელის. ბერბოკი

ევროკავშირი სომხეთთან უფრო მყარ და ღრმა ურთიერთობებს ელის. ამის შესახებ  ერევანში სრ საგარეო საქმეთა მინისტრ არარატ მირზოიანთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა, რომელიც გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის განცხადებას ევროპარლამენტში, რომ სომხეთი მზად არის ევროკავშირთან გააღრმაოს ურთიერთობები იმდენად, რამდენად იქნება ევროკავშირი მზად ამისთვის.

მისი თქმით, სომხეთმა და გერმანიამ ამ მიმართულებით აზრები გაცვალეს და თანამშრომლობის დიდი შესაძლებლობები არსებობს.

„ჩვენ მჭიდროდ ვუზიარებთ ერთმანეთს ჩვენს აზრებს, ჩვენს იდეებს და თანამშრომლობის ბევრად უფრო დიდი შესაძლებლობებია. ამ რთულ გეოპოლიტიკურ დროს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო ხელშეკრულების დადებას, რაც რეგიონში მშვიდობას გამოიწვევს. ამ ვითარებაში, განსაკუთრებით ეკონომიკური ურთიერთობები შეიძლება კიდევ უფრო გაღრმავდეს“, – განაცხადა ბერბოკმა და დასძინა, რომ მშვიდობაა საჭირო რეგიონში, რათა მოხდეს დიდი ინვესტიციების ნაკადი, განვითარდეს ეკონომიკა, რაც ასევე ხელს შეუწყობს სავიზო რეჟიმის გაადვილებას.