იძულებითი ქორწინების ბრალდებით ახალქალაქში ერთი პირი დააკავეს – შსს

,,რამდენჯერმე დამემუქრა, რომ მომტაცებდა, ციხის კი არ ეშინია, რადგან საჯარო მოხელეა,” – წერს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მაცხოვრებელი აქტივისტი სოციალურ ქსელში, რომ საჯარო მოხელე მას გატაცებით დაემუქრა, რომ შეიქმნან ოჯახი, ასევე იყო გატაცების მცდელობა. „პიროვნებას ავუხსენი, რომ არ მინდოდა მისი არსებობის შესახებ გამეგო, საღამოს მანქანით ავედი ბაბუაჩემის სახლთან და დავინახე იქ გაჩერებული რამდენიმე მანქანა. მიუხედავად იმისა, რომ წინააღმდეგი ვიყავი, სახლში მოვიდა, ურთიერთობაზე უარი ვთქვი, მერე მომწერა და დამირეკა, საშინლად შემაწუხა“, – წერს აქტივისტი სოციალურ ქსელში.

შსს-ს ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი დღეს დააკავეს. ამ ეტაპზე უცნობია როდის გაიმართება სასამართლო სხდომა.

შსს-ს ცნობით, მუხლი გადაკვალიფიცირებულია და დააზუსტებენ, თუ რა მუხლით  გაგრძელდება გამოძიება.

შსს-ს ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში 573 დაკავების ორდერი გამოიცა, აქედან 12 სამცხე-ჯავახეთში.