სოფელ ხულგუმოსა და კარდიკამში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ხულგუმოსა და კარდიკამში გზის აღდგენითი სამუშაოები გრძელდება. სამუშაოების მიმდინარეობა ადგილზე შეამოწმეს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერმა მელქონ მაკარიანმა, მისმა მოადგილემ თეიმურაზ მჭედლიძემ კონტროლის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად.

აღნიშნულ მონაკვეთზე გზის ასფალტის სამუშაოები მიმდინარეობს და სოფლის მოსახლეობა მალე შეუფერხებლად გადაადგილებას შეძლებს. ამ სამუშაოების ღირებულება 2 058 000 ლარს შეადგენს.

საგზაო ინფრასტრუქტურის სამუშაოებს შპს “ჯავახავტოგზა” ახორციელებს.