ბორჯომი-ბაკურიანი-ახალქალაქის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

ბორჯომი-ბაკურიანი-ახალქალაქის საავტომობილო გზაზე, კერძოდ, ანდესიტი-გადოლარის მიდამოებში, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია, მიზეზი დიდთოვლობაა, იუწყება საავტომობილო გზების დეპარტამენტი.

ასევე, გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეიდან 22 ნოემბრის ჩათვლით საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, თოვლი, ძლიერი ქარი, მაღალმთიან რაიონებში ქარბუქი.

„შესაძლოა ზვავი, დასავლეთის მიმართული ძლიერი ქარი და  ზღვაში 4-5 სიძლიერით შტორმი“, – ნათქვამია შეტყობინებაში.