110 000 ლარზე მეტი საცხოვრებელი კორპუსის ფასადის აღდგენისთვის – ახალციხე

ახალციხეში შოთა რუსთაველის N10-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის ფასადის შეკეთება იგეგმება, რისთვისაც მერია 110 000 ლარზე მეტის დახარჯვას გეგმავს – ამის შესახებ ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, შენობას ექსპლუატაციაში შესვლიდან დღემდე არ ჩატარებულა რეაბილიტაცია, რის გამოც დაზიანებულია ფასადი, სადარბაზოები და კიბეები, საფეხურების ჩათვლით.

სამუშაო გულისხმობს ზემოაღნიშნულის დემონტაჟს და ახლით ჩანაცვლებას.

წინადადებები მიიღება 25-28 ნოემბერს. სამუშაოს დასრულების ვადა ხელშეკრულების გაფორმებიდან სამ თვენახევარია.