არაიკ ჰარუთუნიანი თბილისში არამ ხაჩატრიანის მემორიალური დაფის გახსნას დაესწრო

27 ნოემბერს, საქართველოს დედაქალაქ თბილისში, არამ ხაჩატრიანისადმი მიძღვნილი დაფის გახსნის ცერემონიას სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის აპარატის უფროსი, არამ ხაჩატრიანის 120 წლისთავის კომიტეტის თავმჯდომარე არაიკ ჰარუთუნიანი დაესწრო.  სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის აპარატის ინფორმაციით, დაფა უზნაძის 93 ნომერში განთავსდა, სადაც მსოფლიოში ცნობილი კომპოზიტორი 1906-1922 წლებში ცხოვრობდა.

ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე დანიელ დანიელიანი, თბილისის საკრებულოს პრეზიდენტი გიორგი ტყემალაძე, სომხეთის ელჩი საქართველოში აშოტ სმბატიანი და საკრბულოს თავმჯდომარე გ. ტყემალაძე.

სომხეთის რესპუბლიკის ელჩმა სიტყვით გამოსვლისას ხაზი გაუსვა თბილისში გატარებული წლების გავლენას კომპოზიტორის  ფორმირებასა და დაარსებაზე და მადლობა გადაუხადა თბილისის საკრებულოს საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საელჩოს და ერევნის არამ ხაჩატრიანის სახლ-მუზეუმის ინიციატივის მხარდაჭერისთვის.