პარლამენტი მიმდინარე კვირაში განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და კულტურისა და სპორტის სამინისტროს სისტემაში დაგეგმილი ცვლილებების პროექტს განიხილავს და დაამტკიცებს

პარლამენტი მიმდინარე კვირის პლენარული სხდომის ფარგლებში განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და კულტურისა და სპორტის სამინისტროს სისტემაში დაგეგმილი ცვლილებების პროექტს განიხილავს და დაამტკიცებს.

 

საუბარია მთავრობის ინიციატივაზე, რომლის მიხედვით, ახალგაზრდულ საქმეთა მიმართულება კულტურისა და სპორტის სამინისტროდან განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში გადადის.

 

“მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” კანონში დაგეგმილი ცვლილებებით, 2024 წლიდან იქნება განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო და კულტურისა და სპორტის სამინისტრო.

 

პროექტის თანახმად, ახალგაზრდობის მიმართულებით კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ფუნქციები და უფლებამოსილებები განათლების და მეცნიერებისა სამინისტროს გადაეცემა და აღნიშნული უწყება ჩაითვლება კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს უფლებამონაცვლედ ახალგაზრდობის მიმართულებით მინიჭებულ უფლებამოსილებათა ფარგლებში.

 

მთავრობის საკანონმდებლო პაკეტს ხვალ განათლებისა და მეცნიერების კომიტეტი განიხილავს, რის შემდეგაც საკითხი განსახილველად პლენარულ სხდომაზე გავა.