საქართველოსა და ლიეტუვას თავდაცვის სამინისტროებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის გეგმა გაფორმდა

საქართველოსა და ლიეტუვას თავდაცვის სამინისტროებს შორის 2024 წლის ორმხრივი თანამშრომლობის გეგმა გაფორმდა.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ლიეტუვას თავდაცვის სამინისტროში დოკუმენტს ხელი საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ლელა ჩიქოვანმა და ლიეტუვას ეროვნული თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ჟილვინას ტომკუსმა მოაწერეს ხელი.

„თანამშრომლობის გეგმა ორმხრივ ვიზიტებს, კონსულტაციებს, სამხედრო მოსამსახურეების საერთაშორისო სწავლებებსა და კურსებში ერთობლივ მონაწილეობასა და სამხედრო განათლების კუთხით თანამშრომლობას ითვალისწინებს. საქართველოსა და ლიეტუვას თავდაცვის უწყებები, ასევე, გააგრძელებენ თანამშრომლობას კიბერუსაფრთხოების მიმართულებით.

თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლიეტუვაში ვიზიტის ფარგლებში მაღალი დონის კონფერენციას დაესწრო და პანელზე მომხსენებლად წარსდგა. ლიეტუვას ეროვნული თავდაცვის სამინისტროს მიერ ორგანიზებული ღონისძიება „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნებისა და ევროკავშირის ერთიანი თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკაში მათი ჩართულობის საკითხებს ეძღვნებოდა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.