სოფელ წყრუთში 250 მოსწავლეზე გათვლილი ახალი სკოლის მშენებლობა იგეგმება

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიამ რეგიონებში განხორციელებული პროექტების ფონდის ფარგლებში დაფინანსების 23 პროექტი წარადგინა. მათ შორისაა ე.წ N4 საბავშვო ბაღი „ჯაყელი“, მშენებლობის ღირებულება 1 600 000 ლარს აღემატება. ბაღის დემონტაჟზე მერიამ 40 ათას ლარამდე დახარჯა. სოფელ წყრუთში სასწავლო პროცესი საჯარო სკოლაში 2022 წლის დასაწყისში შეწყდა ავარიული სკოლის შენობის გამო, მოსწავლეები ჯერ ონლაინ სწავლობდნენ, ახლა კი ახალციხის N3 სკოლაში დადიან.

როგორც დღეს გამართულ საკრებულოს სხდომაზე გახდა ცნობილი, ახალციხის მუნიციპალიტეტმა სკოლის მიწის ნაკვეთი სახელმწიფოს ახალი სკოლის ასაშენებლად გადასცა. საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, სოფელ წყრუთში 250 მოსწავლეზე გათვლილი ახალი სკოლის მშენებლობა იგეგმება, რისთვისაც 7 მილიონ ლარამდეა გამოყოფილი. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, სააგენტომ სამცხე-ჯავახეთში 11 სკოლის მშენებლობა/რეაბილიტაციაზე შპს „საბა კონსტრაქშენთან“ 50 000 000 ლარზე მეტი ღირებულების ხელშეკრულება გააფორმა. კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც დეპუტატებმა საკრებულოში განიხილეს, სოფლის მხარდაჭერის პროგრამით დაფინანსებულ პროექტებში ცვლილებები იყო.

მერის თქმით, სოფელ ურაველში გზის რეაბილიტაციის პროექტი სასმელი წყლის ქსელის პროექტით შეიცვალა. პარალელურად სოფელ ჭაჭარაქში პარკის გაშენების პროექტი გზის რეაბილიტაციის პროექტით შეიცვალა.