ახლციხეში ,,შენ ევროკავშირში ხარ” პროექტის ფარგლებში ვარსკვლავი შეკერეს

ყველა რეგიონში  „შენ ევროკავშირში ხარ“  აქციის ფაეგლებში ევროკავშირის დროშისთვის სიმბოლურად ვარსკვლავები იკერება, ერთი  ვარსკვლავი ახალციხეში შეიკერა.

აქტივისტებმა გამართეს შეხვედრა, სადაც სამოქალაქო ორგანიზაციები და აქტივისტები მონაწილეობდნენ.

შეხვედრა დემოკრატიული ურთიერთქმედების ცენტრში გაიმართა, სადაც ისაუბრეს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მნიშვნელობაზე.

სამოქალაქო აქტივისტები ამბობენ, რომ მათ უკვე 17 მუნიციპალიტეტი მოინახულეს.

კამპანიის დასკვნითი ღონისძიება თბილისში 9 დეკემბერს გაიმართება.