ახალციხეში შსს საშობაო დეკორაციის დაწვის საქმეს იძიებს

ახალციხეში, დათვის საახალწლო დეკორაციის დაწვის ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

ინფორმაციას ჩვენი რედაქცია შსს-ში ადასტურებს.

საშობაო ფიგურას ცეცხლი 29 დეკემბერს კონცერტის დროს გაუჩნდა. ველოდებით ინფორმაციას ახალციხის მერიიდან, არის თუ არა საგარანტიო ვადა შეძენილ დეკორაციებზე?

შეგახსენებთ, რომ ახალციხის მერიამ საშობაო ორ ფიგურაზე 17 ათასი ლარი დახარჯა.