საქართველოში შესაძლოა სასკოლო განათლების ახალი მოდელი დაინერგოს

საქართველოში შესაძლოა სასკოლო განათლების ახალი მოდელი დაინერგოს.

ახალი მოდელის მთავარი სიახლე იქნება ზოგადი განათლებიდან უმაღლეს განათლებაზე გადასვლის ცვლილება, ასევე სკოლების განათლების ხარისხის შემოწმება.

ყველა არაქართულენოვან სკოლაში დაინერგება ორენოვანი განათლება, გაძლიერდება როგორც მშობლიური, ასევე სახელმწიფო ენის სწავლება და სწავლა.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ინკლუზიური განათლების განვითარებას.

საქართველოში სულ 2296 სკოლაა, სადაც 634,3 ათასი მოსწავლეა.