საქართველო გააგრძელებს მშვიდობის, თანამშრომლობისა და სტაბილურობის ხელშეწყობას სამხრეთ კავკასიაში

საქართველო გააგრძელებს მშვიდობის, თანამშრომლობისა და სტაბილურობის ხელშეწყობას სამხრეთ კავკასიაში, ნათქვამია პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის ირაკლი კობახიძის პროგრამაში.

,,აუცილებელია მეზობელ პარტნიორ ქვეყნებთან წარმატებული თანამშრომლობის გაღრმავება, ორმხრივი ურთიერთობების განვითარება ყველა სფეროში, ასევე ეროვნული ინტერესების შესაბამისად საზღვრების დელიმიტაციისა და დემარკაციის პროცესის გაგრძელება სტრატეგიული პარტნიორობისა და კეთილმეზობლობის საფუძველზე.՛՛-ნათქვამია გეგმაში.

ასევე აღნიშნულია, რომ საქართველოს მთავრობა აპირებს შეინარჩუნოს და გააძლიეროს ორმხრივი სტრატეგიული ურთიერთობების დინამიკა თურქეთთან, აზერბაიჯანთან და სომხეთთან.