ბრიუსელში გაიმართება ევროკავშირი-სომხეთის პარტნიორობის საბჭოს მეხუთე შეხვედრა, რომელზეც განიხილება ორმხრივი ურთიერთობები და პოლიტიკურ საკითხები

13 თებერვალს ბრიუსელში გაიმართება ევროკავშირი-სომხეთის პარტნიორობის საბჭოს მეხუთე შეხვედრა, რომელიც ორმხრივ ურთიერთობებსა და პოლიტიკურ საკითხებს მიეძღვნება. ამის შესახებ ევროპის საბჭოს  პრესსამსახური იუწყება.

მხარეები გაცვლიან მოსაზრებებს ევროკავშირ-სომხეთის ყოვლისმომცველი და გაფართოებული პარტნიორობის შესახებ შეთანხმებაზე და ევროკავშირ-სომხეთის პარტნიორობის პრიორიტეტებზე, ასევე ევროკავშირ-სომხეთის პარტნიორობის უფრო ამბიციურ დღის წესრიგზე გადასვლის შესაძლებლობაზე.

განხილული იქნება პოლიტიკური დიალოგი და რეფორმები, დემოკრატია, კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებები, ეკონომიკური, სავაჭრო და ინდუსტრიული თანამშრომლობა, ასევე მიგრაცია, მობილურობა და ვიზალიბერალიზაციის შესახებ დიალოგის დაწყების პერსპექტივები.

შემდეგ მონაწილეები გაცვლიან მოსაზრებებს პოლიტიკურ, მათ შორის რეგიონულ საკითხებზე, საგარეო პოლიტიკასა და უსაფრთხოების პოლიტიკაზე.

საპარტნიორო საბჭოს უხელმძღვანელებს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესი კომისარი, ჟოზეფ ბორელი.

სომხეთის დელეგაციას სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი უხელმძღვანელებს.