ახალქალაქის მერია გზის რეაბილიტაციაზე 1 100 000 ლარზე მეტის დახარჯვას გეგმავს

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერია გზის რეაბილიტაციას ოთხ ადგილას გეგმავს, რისთვისაც 1 100 000 ლარზე მეტია გამოყოფილი, ამის შესახებ ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, ახალქალაქის სამ ქუჩაზე 100 ათას ლარზე მეტია გამოყოფილი, ახალქალაქი-კარწახის საავტომობილო გზის რეაბილიტაციისთვის კი მილიონზე მეტი.

სახელმწიფო შეკვეთის მიხედვით, წინადადებები 16-23 მარტს მიიღება. ტენდერის მიმღები კომპანია სამუშაოებს სავარაუდოდ ივნისში დაასრულებს.