გაიმართა ახალქალაქის ჩემპიონატი თავისუფალ ჭიდაობაში

ახალქალაქის რაიონის სოფელ დილისკას სპორტულ დარბაზში ახალქალაქის თავისუფალ ჭიდაობაში ჩემპიონატი გაიმართა. შეჯიბრში 12 წონით კატეგორიაში 50 სპორტსმენი მონაწილეობდა.

კონკურსი ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ორგანიზებით გაიმართა. მონაწილეები დაჯილდოვდნენ სიგელებით, გამარჯვებულები კი მედლებითა და სხვა ფინანსური საჩუქრებით, რომლებიც დაფინანსებულია ქველმოქმედთა მიერ.

შეჯიბრის გამარჯვებულები მიიღებენ მონაწილეობას საქართველოს ჩემპიონატში, რომელიც გაიმართება ქ გორში.