ახალქალაქში 50-იან წლებში აშენებული ხიდის რეაბილიტაცია იგეგმება

ახალქალაქში სოფელ ხორენიაში ხიდის რეაბილიტაცია იგეგმება, რისთვისაც მერია 400 ათას ლარზე მეტის დახარჯვას გეგმავს, ამის შესახებ ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, ხიდის რეაბილიტაცია 64 მეტრი სიგრძისა და 5 მეტრამდე სიგანისაა.

ამავე წყაროს ცნობით, ხიდი მდინარე ფარავანზე მდებარეობს, რომელიც გასული საუკუნის 50-იან წლებში აშენდა.

წინადადებები მიიღება 30 მარტიდან 4 აპრილამდე.