ახალციხეში ახალი სპორტული კომპლექსი გაიხსნა

დღეიდან, ქალაქ ახალციხეში, რუსთაველის 124-ში  ახალი სპორტული კომპლექსი გაიხსნა.

პროექტის ფარგლებში, შენობა გარემონტდა და დამონტაჟდა შესაბამისი მოწყობილობები. სპორტულ კომპლექსს უკვე აქვს ფიტნეს დარბაზი, რომელიც განკუთვნილია როგორც სპორტსმენებისთვის, ასევე ყველასთვის. ასევე არსებობს სხვადასხვა ტიპის სპორტული კლუბები, მათ შორის ძიუდო, კარატე და ა.შ.