საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საზღვრის დემარკაციის პროცესის დაწყების შეთანხმებას

საქართველო მიესალმება სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვრის სადემარკაციო კომისიების მიერ მიღწეულ შეთანხმებას საზღვრის დემარკაციის პროცესის დაწყების შესახებ.

 ამის შესახებ X-ში გავრცელებულ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შეტყობინებაშია.

„საქართველო დაინტერესებულია რეგიონში სტაბილური მშვიდობის უზრუნველყოფით და კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის მტკიცე ვალდებულებას, წვლილი შეიტანოს ორ მეზობელს შორის მშვიდობისა და ნდობის დამყარების პროცესში“, – ნათქვამია განცხადებაში.