ერევანში გამართულ მე-5 სომხურ-ქართულ სამართლებრივ ფორუმში ქართულ დელეგაციასთან ერთად იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი დავით სიმონია იღებდა მონაწილეობას

2024 წლის 11-12 აპრილს ერევანში გამართულ მე-5 სომხურ-ქართულ სამართლებრივ ფორუმში ქართულ დელეგაციასთან ერთად იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი – დავით სიმონია იღებდა მონაწილეობას. ინფორმაციას იურიდიული დახმარების სამსახური ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, დავით სიმონიამ დამსწრე საზოგადოებას გაუზიარა იურიდიული დახმარების სამსახურის საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაცია.

„განსაკუთრებული დაინტერესება გამოიწვია სამსახურში დანერგილმა ინოვაციურმა ციფრულმა პროგრამებმა, როგორიცაა იურიდიული საქმისწარმოების მართვის საინფორმაციო სისტემა (Case Bank), მობილური აპლიკაცია (Las Georgia) და ასევე ხელოვნური ინტელექტი, რომელიც გამოიყენება კონსულტაციების გაწევისას.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქართველოს იურიდიული დახმარების სამსახური აქტიურად დაეხმარება სომხურ მხარეს ზემოაღნიშნული საკითხების დანერგვასა და განხორციელებაში“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.