ახალციხეში სასმელი წყლის შადრევანი კვლავ დააზიანეს

ახალციხეში, შოთა რუსთაველის ძეგლის მიმდებარე მოედანზე, სასმელი წყლით შადრევანი კვლავ დააზიანეს. ეს შადრევნის დაზიანების პირველი შემთხვევა არ არის. მიმდინარე წლის 19 მარტს შადრევანი დაახლოებით ასე გამოიყურებოდა, ახლა კი მთლიანად დანგრეულია და დაზიანებულია.

რამდენად ეფექტური იყო ახალციხის მერიის რეაქცია ვანდალიზმის ფაქტზე და რამდენად ეფექტურია 90-ზე მეტი ვიდეოსათვალთვალო კამერა, რომელიც მერიამ შარშან 650 ათას ლარად იყიდა და ქალაქის ქუჩებში დაამონტაჟა? – მერიიდან მეორე დღეა ველოდებით პასუხს.