პარლამენტთან აქციის მონაწილეები იკრიბებიან

პარლამენტთან “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის გასაპროტესტებლად აქციის მონაწილეები იკრიბებიან.

პარლამენტთან არიან ოპოზიციონერი პოლიტიკოსებიც. რამდენიმე წუთის წინ აქციის მონაწილეებმა რუსთველის გამზირზე საატომობილო გზა გადაკეტეს. ასევე, გზაზე სხვადასხვა შინაარსის წარწერები გააკეთეს, მათ შორის, “საქართველო ევროპაში”, “არა რუსულ კანონს”.

პარლამენტის შენობის როგორც ეზოში, ისე მიმდებარე ტერიტორიაზე განლაგებულია პოლიცია.