სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების პროტესტი რუსეთის კანონის წინააღმდეგ


დღეს სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა რუსეთის კანონის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართეს.

ისინი ასევე გეგმავენ ზოგად სტუდენტურ ინიციატივას შეუერთდნენ და ლექციებზე უარი თქვან.

აქციის პარალელურად, უნივერსიტეტის რექტორი მაკა ბერიძე „რექტორის საათის“ ფარგლებში სტუდენტებს შეხვდა. ამ შეხვედრის შესახებ ინფორმაცია აქციის გამოცხადებიდან 15 წუთში შევიდა, რომელიც ამავე დროს გამოქვეყნდა.

რამდენიმე სტუდენტმა სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა, რადგან რექტორისგან კითხვებზე პასუხი ვერ მიიღო.

როგორია მაკი ბერიძის პოზიცია პროტესტსა და გაფიცვასთან დაკავშირებით? – რექტორის თქმით, ციტატა: „უნივერსიტეტში პარტიული პოლიტიკა არ უნდა შევიდეს“.

აქვე შეგახსენებთ, რომ 20-ზე მეტი უნივერსიტეტის სტუდენტმა რუსეთის კანონის წინააღმდეგ გაფიცვა დაიწყო. სტუდენტების პროტესტს რამდენიმე ლექტორიც შეუერთდა.