ახალქალაქის ქუჩებში არსებობს ჩახლართული კაბელების პრობლემა


ახალქალაქში თითქმის არ არის ისეთი ქუჩა, სადაც არ იყოს ჩახლართული ელექტროსადენები, ინტერნეტი, ტელეფონი და თუნდაც საბჭოთა წლებიდან შემორჩენილი კაბელები, რაც სერიოზულ დაბრკოლებას წარმოადგენს ქალაქის იერსახის გასაუმჯობესებლად.

არ არის გამორიცხული ხანძრის საშიშროებაც. ბევრ მუნიციპალიტეტში ეს პრობლემა ნაწილობრივ მოგვარებულია. გამოუყენებელი მავთულები ამოღებულია, დანარჩენები კი, სპეციალური მილებით ან მიწისქვეშა გზით იქნა გატანილი.

ახალქალაქის ცენტრალური ქუჩების გარდა, ყველა სხვა ქუჩაზეც იგივე მდგომარეობაა. ამას ემატება ასევე ავარიული სვეტები.