ახალქალაქის სამხატვრო სკოლაში მოეწყო ოჯახის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი გამოფენა

დღეს ახალქალაქის სამხატვრო სკოლაში ოჯახის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი გამოფენა მოეწყო. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო სკოლის ახალგაზრდა და საშუალო ასაკის მოსწავლეების ხელნაკეთი ნამუშევრები. გამოფენის დასასრულსახალქალაქის მუნიციპალიტეტის წარმომადგენელმა მონაწილეებს გადასცა სერთიფიკატები.

ახალქალაქის სამხატვრო სკოლა მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით ფუნქციონირებს. სკოლის რემონტი, რომელიც თვეების წინ დასრულდა, მუნიციპალიტეტის მიერ ჩატარდა.