საპარლამენტო დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკაში იმყოფება

საპარლამენტო დელეგაცია, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის, ელისო ბოლქვაძის ხელმძღვანელობით, სომხეთის რესპუბლიკაში იმყოფება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში მეგობრული შეხვედრა გაიმართა სომხეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარესთან, ალენ სიმონიანთან.

შეხვედრისას ისაუბრეს საპარლამენტო საქმიანობაზე, ასევე, მედიის როლსა და მნიშვნელობაზე.

სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარემ დელეგაციის წევრებს დაათვალიერებინა პარლამენტის შენობა და გააცნო ინფრასტრუქტურული სიახლეები.