ახალციხეში მუნიციპალურმა ტრანსპორტმა მგზავრები დანიშნულების ადგილზე არ მიიყვანა


ახალციხეში მუნიციპალურმა ტრანსპორტმა რეფერალური საავადმყოფოდან მგზავრები დანიშნულების ადგილამდე არ მიიყვანა და ე.წ „ადინაცატების“ გადასახვევთან დატოვა.

როგორც მძღოლმა მგზავრებს უთხრა, ის ავტობუსის გაჩერებაზე გამოიძახეს, რის გამოც მგზავრობა გააუქმა და მგზავრებს უთხრა, რომ მათ სხვა ავტობუსი წაიყვანდა. შემთხვევა დილის 11 საათზე მოხდა.

„ამის მერე 20 წუთი ველოდით ტრანსპორტს, მაგრამ ის არ ჩამოვიდა“, – გვიყვება ერთ-ერთი მგზავრი ავტობუსზე დაახლოებით 11:30 საათზე.

რა მიზეზით შეაჩერა ავტწბუსმა მგზავრების გადაყვანა და რა მიზეზით გამოიძახეს მძღოლი ავტოსადგომზე? – „ახალციხის მუნიციპალური ტრანსპორტის“ დირექტორის თორნიკე ხმალაძის თქმით, ავტობუსებში, კომპანიის თბილისელი თანამშრომლები გადაადგილების საფასურის გადახდის მოწყობილობებს ამონტაჟებენ და დროის ფაქტორიდან გამომდინარე, მათ მოახერხეს მარშრუტიდან ორი ავტობუსის ამოღება და მოწყობილობის დაყენება.

16 თებერვალს ახალციხის მერიამ 18 ახალი ავტობუსი ჩამოიყვანა, რაშიც 6 მილიონ ლარზე მეტი გადაიხადეს. 18 ავტობუსიდან, რომელიც სოფლებში უნდა იმოძრაოს, 14 კვლავ არ მუშაობს, 4 კი ახალციხის ქუჩებზე მოძრაობს. როდის დაიწყებს ტრანსპორტის მოძრაობა სოფლებში, როდის დამონტაჟდება აბრები ახალციხეში, როდის გახდება ცნობილი ტრანსპორტის ზუსტი განრიგი და მგზავრობის ღირებულება, ჯერჯერობით უცნობია.