ახალქალაქის მე-4 საჯარო სკოლაში შარლ აზნაურის 100 წლის იუბილე აღნიშნეს

22 მაისს ახალქალაქის დ. დემირჯიანის მე-4 საჯარო სკოლაში შარლ აზნაურის 100 წლისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიების ორგანიზატორები იყვნენ პედაგოგი ნანული ჰუნანიანი და აიდა ბამბიკიანი.

სკოლის მეორედან მეათე კლასის მოსწავლეებმა სხვადასხვა სახის გამოსვლებით, სიმღერებითა და ცეკვებით გაიხსენეს ცნობილი ფრანგ-სომეხი ფესვებით ახალციხელი შანსონიე და მისი მოღვაწეობა.