ახალქალაქში ქუჩების გაუმჯობესების სამუშაოები მიმდინარეობს
ახალქალაქში საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების სამუშაოები მიმდინარეობს. ორმოების გასწორებისა და ასფალტის სამუშაოებს კომპანია „ჯავახ ავტოგზა“ ასრულებს. თავისუფლების ქუჩიდან დაწყებული თითქმის ყველა გზა მთლიანად შეიცვალა და დაზიანებული ნაწილები სრულად აღდგა. ქალაქში სამუშაოები აქტიურ რეჟიმში გრძელდება და ქალაქის მასშტაბით ქუჩები კეთილმოეწყობა.