Headlines
სომხეთის მოწინააღმდეგე,  საფრანგეთის მოწინააღმდეგეა

სომხეთის მოწინააღმდეგე, საფრანგეთის მოწინააღმდეგეა

სომხეთის მოწინააღმდეგები  საფრანგეთის მოწინააღმდეგები არიან, განაცხადა საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ჟერალდ დაარმანინმა საფრანგეთში სომხური ორგანიზაციების საკოორდინაციო კომიტეტის ყოველწლიურ ვახშამზე, სადაც მან რესპუბლიკის პრეზიდენტი და მთავრობა წარადგინა. მან პირობა დადო, რომ საფრანგეთი გააგრძელებს არცახის ბლოკადის საკითხის მოგვარებას. „მე მაქვს პატივი წარვადგინო რესპუბლიკის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ყოველწლიურ ვახშამზე (CCAF) ამაღამ, სადაც მე გავიხსენე საფრანგეთის მხარდაჭერა სომხებისადმი“, –…

Read More
აზერბაიჯანმა უნდა უზრუნველყოს თავისუფალი გადაადგილება ლაჩინის დერეფნის გავლით: კონსტანტინოს ეფსტატიუ

აზერბაიჯანმა უნდა უზრუნველყოს თავისუფალი გადაადგილება ლაჩინის დერეფნის გავლით: კონსტანტინოს ეფსტატიუ

აზერბაიჯანმა უნდა უზრუნველყოს უსაფრთხო მოძრაობა ლაჩინის დერეფნის გავლით ორივე მიმართულებით 2020 წლის 9 ნოემბრის სამმხრივი განცხადების შესაბამისად. ამის შესახებ კვიპროსის წარმომადგენელმა კონსტანტინოს ეფსტატიუმ განაცხადა. „როცა საქმე ეხება ჰუმანიტარულ საკითხებს, ჩვენ უნდა ვიყოთ მკაცრი. ამ შემაშფოთებელმა სიტუაციამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას მყიფე სამშვიდობო პროცესს. ბოლოს და ბოლოს, ჩვენ ყველა ვიმსახურებთ უკეთეს მომავალს ევროპაში. ეს არის გენოციდის აქტი….

Read More
ნიკოლ ფაშინიანი ყარაბაღსა და ლაჩინის დერეფანში საერთაშორისო ფაქტების დამდგენი მისიის გაგზავნას სთავაზობს

ნიკოლ ფაშინიანი ყარაბაღსა და ლაჩინის დერეფანში საერთაშორისო ფაქტების დამდგენი მისიის გაგზავნას სთავაზობს

სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მადლობა გადაუხადა იმ ქვეყნებსა და ორგანიზაციებს, რომლებიც მიუკერძოებლად გამოეხმაურნენ ყარაბაღის გარშემო არსებულ ვითარებას. მან ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ აზერბაიჯანი ცდილობს დაარწმუნოს საერთაშორისო საზოგადოება, რომ ლაჩინის დერეფანი არ არის დაკეტილი, გაზისა და ელექტროენერგიის მიწოდება, სომხური მხარის მტკიცების საწინააღმდეგოდ, არ შეწყვეტილა. „ვფიქრობ, ამ კონფლიქტის მოგვარების დე იურე გზა არის საერთაშორისო ფაქტების…

Read More
გორის გვირაბში ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

გორის გვირაბში ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

25 იანვრის 23:00 საათიდან 26 იანვრის 06:00 საათამდე გორის გვირაბში ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. მათი ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 88-ე კმ-ზე მდებარე გორის საავტომობილო გვირაბში, პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, 2023 წლის 25 იანვრის 23:00სთ-დან 26 იანვრის 06:00სთ-მდე გვირაბის სენაკი-თბილისის მიმართულებაზე იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. საავტომობილო გვირაბის…

Read More
სულ მალე თბილისის სომხური თეატრი მაყურებელს ახალაშენებულ შენობაში მიიღებს

სულ მალე თბილისის სომხური თეატრი მაყურებელს ახალაშენებულ შენობაში მიიღებს

თბილისის პეტროს ადამიანის სახელობის სახელმწიფო სომხური დრამატული თეატრი მაყურებელს ახალაშენებულ შენობაში მაისში მიიღებს. ამის შესახებ  თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა არმენ ბაიანდურიანმა განაცხადა. „გადავედით ახალ  შენობაში, მიმდინარეობს ინტერიერის მოპირკეთების სამუშაოები. მსახიობები  რეპეტიციებს გადიან, ანუ დასი სახლში დაბრუნდა, გახსნისთვის ვემზადებით, მაისში თუ ვერ მოვახერხეთ, სექტემბერში გავაკეთებთ. რა თქმა უნდა, გვაქვს  სპექტაკლები, მაგალითად,  ქვემო ქართლში ვითამაშეთ საახალწლო სპექტაკლები, ვემზადებით…

Read More
ზაზა ვაშაყმაძე დანიის ელჩს შეხვდა

ზაზა ვაშაყმაძე დანიის ელჩს შეხვდა

დღეს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე,ზაზა ვაშაყმაძე, დანიის სამეფოს დანიშნულ ელჩს საქართველოში, ანე ტოფტ სორენსენს შეხვდა. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, რელიგიის სააგენტოს თავმჯდომარემ დანიის სამეფოს პირველ რეზიდენტ ელჩს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა. „ზაზა ვაშაყმაძემ დანიელ დიპლომატს გააცნო საქართველოს სახელმწიფოს რელიგიური პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები, მოუთხრო რელიგიის სააგენტოს საქმიანობის, მისი პროექტებისა და…

Read More
ავტოსაგზაო შემთხვევა ახალქალაქში

ავტოსაგზაო შემთხვევა ახალქალაქში

დღეს, 16 იანვარს, ახალქალაქიდან სოფელ დილისკასკენ მიმავალ გზაზე, ქალაქის ციხე-სიმაგრეებთან, სატვირთო მანქანა ამობრუნდა. იგი დაეჯახა BMW X 5 მარკის მსუბუქ ავტომობილს, რამაც მსუბუქი ავტომიბილის მცირე დაზიანება გამოიწვია. ადგილზე ჩვენი გადამღები ჯგუფი იმყოფებოდა, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლები მუშაობდნენ.

Read More
საქართველოსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრებმა ხელი მოაწერეს დოკუმენტს, რომლის თანახმადაც მოქალაქეები საზღვარს ბიომეტრიული პირადობის მოწმობებით გადაკვეთენ

საქართველოსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრებმა ხელი მოაწერეს დოკუმენტს, რომლის თანახმადაც მოქალაქეები საზღვარს ბიომეტრიული პირადობის მოწმობებით გადაკვეთენ

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილისა და სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის თავმჯდომარეობით ერევანში ორი ქვეყნის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომა გაიმართა. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, კომისიის სხდომა ირაკლი ღარიბაშვილმა და ნიკოლ ფაშინიანმა გახსნეს. მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრებმა ხელი მოაწერეს დოკუმენტს, რომლის თანახმადაც საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის მოქმედი უვიზო მიმოსვლა კიდევ უფრო გამარტივდა და ამიერიდან მოქალაქეები…

Read More
„ლიბერთი ბანკის“ მობაილბანკს საპენსიო დანაზოგის ნახვის ფუნქცია დაემატა

„ლიბერთი ბანკის“ მობაილბანკს საპენსიო დანაზოგის ნახვის ფუნქცია დაემატა

„ლიბერთი ბანკის“ მობაილბანკს საპენსიო დანაზოგის ნახვის ფუნქცია დაემატა. საპენსიო სააგენტო განმარტავს, რომ დაგროვებით საპენსიო სქემაში ჩართულ მათი ბანკის ყველა მომხმარებელს საკუთარი საპენსიო ანგარიშის ჯამური აქტივების ნახვა მობაილბანკში შეეძლება. „თქვენი დანაზოგი მთავარ გვერდზე უკვე გამოსახულია, ფუნქციონალის ღილაკზე დაჭერისას, კი შეგიძლიათ საპენსიო სააგენტოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე გადასვლა, სადაც თქვენს პირად საპენსიო ანგარიშზე სახელმწიფოს, დასაქმებულისა და დამსაქმებლის მიერ განხორციელებული შენატანებისა…

Read More
საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტი სომხეთს ეწვევა

საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტი სომხეთს ეწვევა

საფრანგეთის პარლამენტის სპიკერი იელ ბრაუნ-პივე ამ კვირაში სომხეთს ეწვევა. ამის შესახებ ოფიციალურმა პირმა Twitter-ის საკუთარ გვერდზე დაწერა და პოსტი გაავრცელა. „შობის დღესასწაულებზე ჩემი აზრები მიმართლია ყველა სომეხისაკენ, მათ მე  იმედისა და მშვიდობის სურვილებს ვუგზავნი“, – წერს ბრაუნ-პივე. მან გაამხილა, რომ მასთან ერთად სომხეთს ეწვევიან ვალერი რაბო, ჟან-ლუი ბურლანჟი, ენ ჟენი და ენ-ლორანს პეტელი.

Read More