
საფრანგეთი სირიასთან დიპლომატიურ კონტაქტებს 12 წლის შემდეგ განაახლებს
საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სირიაში 4 დიპლომატის გაგზავნის გადაწყვეტილება პირველად 2012 წელს დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის შემდეგ მიიღო. 17 დეკემბერს, დილით, დიპლომატიური მისია ჩავიდა დამასკოში, სადაც მდებარეობს საფრანგეთის საელჩო, სირიის ახალ ხელისუფლებასთან „პირველადი კონტაქტების დასამყარებლად“. AFP-ის კორესპონდენტი იტყობინება დიპლომატების საელჩოში ჩასვლის შესახებ. საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან-ნოელ ბარომ დიპლომატიური კონტაქტების მიზანს სირიაში საფრანგეთის გავლენის დაბრუნება და…