სომეხი დეპუტატი – სომხეთს BRICS-ის სამიტზე ნიკოლ ფაშინიანი წარადგენს
სომხეთს ყაზანში BRICS-ის სამიტზე ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი წარადგენს, – ამის შესახებ ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა საპარლამენტო კომისიის ხელმძღვანელმა, სარქის ხანდანიანმა მედიასთან საუბარში განაცხადა. „სომხეთი მიიღებს მონაწილეობას BRICS-ის სამიტში პრემიერ მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის დონეზე“, – განაცხადა დეპუტატმა. ამასთან, მან დაამატა, რომ ვერ იტყვის, რა სტატუსით მიიღებს მონაწილეობას ქვეყანა სამიტში და ხაზგასმით აღნიშნა, რომ რესპუბლიკა ორგანიზაციაში გაწევრიანებას არ…