ბორჯომის მერია – ახალგაზრდებისთვის, ახალგაზრდული ბანაკის ფარგლებში, სოფელ მზეთამზეში 2-დღიანი ლაშქრობა მოეწყო
ბორჯომის მუნიციპალიტეტის ინიციატივით, 17-22 წლის ახალგაზრდებისთვის ახალგაზრდული ბანაკის ფარგლებში, სოფელ მზეთამზეში 2-დღიანი ლაშქრობა მოეწყო. ამის შესახებ ინფორმაციას ბორჯომის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, ახალგაზრდები სოფელ მზეთამზის ისტორიას გაეცნენ. „მათთვის საქართველოს სკაუტური მოძრაობის ორგანიზაციამ სხვადასხვა აქტივობა მოაწყო. ახალგაზრდებთან ერთად ადგილზე იმყოფებოდნენ ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერი – ოთარ არბოლიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე – დავით ზაალიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე – გიორგი ფერაძე,…