სომხეთის პრემიერ მინისტრი-სომხეთი მზადაა ხელი მოაწეროს სამშვიდობო შეთანხმებას უკვე ამ თვეში და ეს არის ჩვენი ოფიციალური პოზიცია
სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობა არა მხოლოდ შესაძლებელია, არამედ მიღწევადიც. ამის შესახებ დსთ-ს სახელმწიფო მეთაურთა საბჭოს მცირე სესიაზე მოსკოვში, სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა. ,,სომხეთმაც და აზერბაიჯანმაც ბოლო თვეებში განაცხადეს, რომ ,,სომხეთის რესპუბლიკასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის მშვიდობისა და სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების დამყარების შესახებ” შეთანხმების პროექტი შეთანხმებული იყო მინიმუმ 80 პროცენტით. ცოტა ხნის წინ სომხეთისა…