
ნიკოლ ფაშინიანი – თეზისები იმის შესახებ, რომ სომხეთი აზერბაიჯანზე თავდასხმას აპირებს, უბრალოდ გამოგონილია – სომხეთის უსაფრთხოებისთვის საფრთხეები სწორედ აზერბაიჯანში გენერირდება
სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, აზერბაიჯანის რესპუბლიკის ოფიციალური რიტორიკა სულ უფრო მეტად არის ორიენტირებული თეზისზე, რომ სომხეთის რესპუბლიკა ახორციელებს შეიარაღებას, ემზადება აზერბაიჯანზე თავდასხმისთვის და შესაბამისად, აზერბაიჯანს აქვს უფლება დაიცვას თავი და მიიღოს პრევენციული ზომები. „თუ აზერბაიჯანული რიტორიკის ამ თეზისებს უფრო კომპაქტურად და მარტივად განვიხილავთ, მაშინ ყველაფერი შემდეგამდე დადის: სომხეთი ემზადება აზერბაიჯანზე თავდასხმისთვის, ამიტომ უკეთესი იქნება, რომ…