ახალქალაქში მომავლის სახლში ჰოვჰანნეს თუმანიანის 156 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება მოეწყო

ახალქალაქში მომავლის სახლში ჰოვჰანნეს თუმანიანის 156 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება მოეწყო

ახალქალაქში მომავლის სახლში ჰოვჰანნეს თუმანიანის 156 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა . ღონისძიება განახორციელა მომავლის სახლის სომხური ენის ჯგუფის მოსწავლეებმა პედაგოგ ნანული ჰუნანიანის ხელმძღვანელობით. ბავშვებმა სტუმრებს წარუდგინეს თუმანიანის ბიოგრაფია, მოღვაწეობ, ზღაპარი „უსაქმური ჰური“ და ლექსები. ღონისძიების დასასრულს მონაწილეები  მადლობის სიგელებით დაჯილდოვდნენ.

Read More
ახალქალაქი-ასპინძის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა

ახალქალაქი-ასპინძის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა

დღეს, 19 თებერვალს, ახალქალაქი-ასპინძის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს „ოპელი“ ფირმის  და „ჰუმანა“ ორგანიზაციის მანქანები შეეჯახნენ, რის შედეგადაც ხანძარი გაჩნდა. შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა. სასწრაფო დახმარების ცენტრის ინფორმაციით, ერთი დაშავებული მოქალაქე ახალქალაქის კლინიკაში გადაიყვანეს. შემთხვევა დაახლოებით 13:30 საათზე მოხდა.

Read More