ახალციხეში კერძო შენობას ხანძარი გაუჩნდა — ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია

დღეს ახალციხეში, ფარნავაზ მეფის ქუცაზე მდებარე კერძო შენობას ცეცხლი გაუჩნდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ადგილზე სწრაფად მივიდა და ხანძარი ლიკვიდირებულია. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ ეტაპზე უცნობი რჩება. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

Read More
მიხეილ ყაველაშვილის ოფიციალური ვიზიტი სომხეთის რესპუბლიკაში დაიწყო

მიხეილ ყაველაშვილის ოფიციალური ვიზიტი სომხეთის რესპუბლიკაში დაიწყო

მიხეილ ყაველაშვილის ოფიციალური ვიზიტი სომხეთის რესპუბლიკაში დაიწყო. პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, „ზვარტნოცის” საერთაშორისო აეროპორტში დახვედრის ცერემონია გაიმართა. მიხეილ ყაველაშვილს აეროპორტში სომხეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი ტიგრან ხაჩატურიანი დახვდა. „ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტი მაღალი რანგის შეხვედრებს გამართავს სომეხ კოლეგასთან ვაჰაგნ ხაჩატურიანთან და პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან. ასევე, შეხვდება ყოველთა სომეხთა კათალიკოს გარეგინ მეორეს. მიხეილ ყაველაშვილი სომხეთის რესპუბლიკაში დელეგაციასთან ერთად იმყოფება, რომლის შემადგენლობაშიც არიან…

Read More
ახალციხის მერია ქალაქის გამწვანებისთვის 730 ხის შეძენას გეგმავს

ახალციხის მერია ქალაქის გამწვანებისთვის 730 ხის შეძენას გეგმავს

კვიპაროსი, კამელია, ზეთისხილი, ვენტილატორის პალმა — ახალციხის მერია სხვადასხვა სახეობის 730 ხის შეძენას გეგმავს. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებსაიტზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, ტენდერი 65 000 ლარზე მეტი ღირებულების იყო. სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად,  მითითებული ხეების შეძენა იგეგმება. იმავე დოკუმენტში აღნიშნულია, რომ შესყიდვის მიზანია ახალციხის ქალაქის ქუჩების გამწვანება და მისი იერსახის გაუმჯობესება. წინადადებების მიღება 30 აპრილს დაიწყება და…

Read More
ევროკავშირი მხარს უჭერს სომხეთისა და აზერბაიჯანის ძალისხმევას ხანგრძლივი და მდგრადი მშვიდობის მისაღწევად- კაია კალასი

ევროკავშირი მხარს უჭერს სომხეთისა და აზერბაიჯანის ძალისხმევას ხანგრძლივი და მდგრადი მშვიდობის მისაღწევად- კაია კალასი

ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა, განაცხადა, რომ ბრიუსელი მხარს უჭერს სომხეთისა და აზერბაიჯანის ძალისხმევას ხანგრძლივი და მდგრადი მშვიდობის მისაღწევად და მიესალმება სამშვიდობო შეთანხმების ტექსტზე შეთანხმებას.  ამის შესახებ კაია კალასმა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრ ჯეიჰუნ ბაირამოვთან ერთად გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „ჩვენ კარგი დისკუსიები გვქონდა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზების…

Read More
ახალციხეში სომეხთა გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

ახალციხეში სომეხთა გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

დღეს ქალაქ ახალციხეში გაიმართა სომეხთა გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება.  გენოციდის მემორიალთან  შეიკრიბნენ სომხური თემის წარმომადგენლები, ადგილობრივი მოსახლეობა, ხელისუფლების წარმომადგენლები და სასულიერო პირები. დამსწრეებმა ყვავილები შეამკეს, სანთლები დაანთეს და წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს 1915 წელს ოსმალეთის იმპერიაში დაღუპული 1,5 მილიონი სომეხის ხსოვნას. ღონისძიების დროს მომხსენებლებმა ხაზი გაუსვეს ისტორიული მეხსიერების შენარჩუნებისა და მსგავსი ტრაგედიების განმეორების პრევენციის…

Read More
შალვა პაპუაშვილი ეუთო-ს გენერალურ მდივანს შეხვდა

შალვა პაპუაშვილი ეუთო-ს გენერალურ მდივანს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ეუთო-ს გენერალურ მდივან ფერიდუნ სინირლიოღლუს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.   შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო ეუთო-ს აქტიური წევრია და დადებითად შეაფასა ეუთო-სთან თანამშრომლობა.   ფერიდუნ სინირლიოღლუს თქმით კი, ეუთო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს სტაბილურობასა და უსაფრთხოებას საქართველოში.   პარლამენტის ცნობით, მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს პოლიტიკურ პროცესებზე, პარლამენტის საკანონმდებლო საქმიანობასა და შემოდგომაზე დაგეგმილ ადგილობრივ…

Read More
სომხეთი კიდევ ერთხელ ადასტურებს ღია საზღვრებისა და გზების და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის შეუფერხებლად ფუნქციონირების აუცილებლობას

სომხეთი კიდევ ერთხელ ადასტურებს ღია საზღვრებისა და გზების და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის შეუფერხებლად ფუნქციონირების აუცილებლობას

აზიისა და წყნარი ოკეანის გაეროს ეკონომიკური და სოციალური კომისიის (UNESCAP) 81-ე სესიის ფარგლებში, ბანგკოკში, სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ რობერტ აბისოღომონიანმა მონაწილეობა მიიღო და სიტყვით გამოვიდა დისკუსიაში სახელწოდებით „სპეციალური ორგანო ნაკლებად განვითარებულ ქვეყნებზე, ზღვაზე მიუწვდომელ განვითარებად ქვეყნებსა და მცირე კუნძულის განვითარებაზე“. როგორც  სომხეტის საგარეო საქმეთა სამინისტროში იუწყებიან, რობერტ აბისოღომონიანმა სიტყვით გამოსვლისას მაღალი შეფასება მისცა გაეროს…

Read More
საქართველოს ეუთო-ს გენერალური მდივანი ეწვია

საქართველოს ეუთო-ს გენერალური მდივანი ეწვია

საქართველოს ვიზიტით ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) გენერალური მდივანი, ფერიდუნ სინირლიოღლუ ეწვია. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათი ცნობით, ეუთო-ს გენერალური მდივანი 22 აპრილს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, მაკა ბოჭორიშვილს შეხვდება, რის შემდეგაც მაკა ბოჭორიშვილი და ფერიდუნ სინირლიოღლუ პრესასთან ერთობლივ განცხადებას გააკეთებენ. „ასევე, დაგეგმილია ეუთო-ს გენერალური მდივნის შეხვედრა საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირებთან….

Read More
განათლების სამინისტრო სკოლებში ჩინური ენის სწავლების საკითხზე განცხადებას ავრცელებს

განათლების სამინისტრო სკოლებში ჩინური ენის სწავლების საკითხზე განცხადებას ავრცელებს

პირველი უცხოური ენა, რომელიც სავალდებულოა ყველა მოსწავლისთვის, არის ინგლისური ენა — მეორე უცხო ენის სწავლება იწყება მე-5 კლასიდან და ის შეიძლება იყოს ნებისმიერი ენა, რომელსაც მოსწავლე/მშობელი საკუთარი სურვილით აირჩევს, — ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული. მათივე ცნობით, ამ ეტაპზე ჩინური ენა 15 სკოლაში, დამატებითი მომსახურების სახით, ისწავლება. სამინისტროს ცნობით, ვინაიდან ჩინურის…

Read More
ახალციხეში მანქანა ქალს  დაეჯახა —  მიმდინარეობს გამოძიება

ახალციხეში მანქანა ქალს დაეჯახა — მიმდინარეობს გამოძიება

დღეს საღამოს ახალციხეში, ნათენაძის ქუჩაზე, მსუბუქი ავტომობილი ქვეითის  გადასასვლელთან შუახნის ქალს დაეჯახა. შემთხვევა საღამოს მოხდა. როგორც სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის პრესსამსახურში აცხადებენ, დაშავებული სასწრაფო დახმარების ჯგუფმა კლინიკა „იმედში“ გადაიყვანა. კლინიკა იმედის კლინიკური მენეჯერის თქმით, პაციენტის მდგომარეობა მძიმე არ არის, თუმცა ამ წუთებში მას საჭირო გამოკვლევები უტარდება. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც…

Read More
მიხეილ ყაველაშვილი 28-29 აპრილს სომხეთს ეწვევა

მიხეილ ყაველაშვილი 28-29 აპრილს სომხეთს ეწვევა

მიხეილ ყაველაშვილი 28-29 აპრილს სომხეთის რესპუბლიკას ოფიციალური ვიზიტით ეწვევა. ვიზიტთან დაკავშირებით თანხმობის მისაღებად შესაბამისი წინადადებით მან მთავრობას უკვე მიმართა. როგორც მთავრობის განკარგულებაშია აღნიშნული, სომხეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია მიხეილ ყაველაშვილის შეხვედრები სომხეთის პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან, ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტთან და უმაღლეს პატრიარქთან. „საქართველოს პრეზიდენტს მიეცეს თანხმობა საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის თანამშრომლობის გასაღრმავებლად, სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან, პრემიერ -მინისტრთან, სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული…

Read More
სომხეთისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილეებმა ურთიერთობების ნორმალიზების პროცესი განიხილეს

სომხეთისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილეებმა ურთიერთობების ნორმალიზების პროცესი განიხილეს

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვაჰან კოსტანიანი თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს აიშე ბერის ეკინჯის შეხვდა. ამის შესახებ მან თავის მიკრობლოგ X-ზე განაცხადა. განხილვისას სომხეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზება, ასევე შესაძლო თანამშრომლობის ახალი სფეროები განიხილეს. „მნიშვნელოვანი დისკუსია მინისტრის მოადგილე ეკინჯისთან სომხეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზებისა და შესაძლო თანამშრომლობის ახალი სფეროების გამოსავლენად. „აზრები ასევე…

Read More
სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ქართველ და აზერბაიჯანელ კოლეგებთან რეგიონული თანამშრომლობის გამოწვევებზე მიძღვნილ პანელ დისკუსიაში მიიღებს მონაწილეობას

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ქართველ და აზერბაიჯანელ კოლეგებთან რეგიონული თანამშრომლობის გამოწვევებზე მიძღვნილ პანელ დისკუსიაში მიიღებს მონაწილეობას

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი 12 აპრილს აზერბაიჯანისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრებთან ერთად, ანტალიის დიპლომატიური ფორუმის ფარგლებში, პანელ დისკუსიაში მიიღებს მონაწილეობას თემაზე: “გამოწვევები და შესაძლებლობები რეგიონული თანამშრომლობისთვის სამხრეთ კავკასიაში”. ამის შესახებ  სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროში იუწყებიან.

Read More
შსს-მ ოფიციალურად წარადგინა სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი

შსს-მ ოფიციალურად წარადგინა სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი

შინაგან საქმეთა სამინისტრო ინფორმაციით, შსს-ს მინისტრის პირველმა მოადგილემ, შალვა ბედოიძემ გურიისა და სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებს ახალი უფროსები წარუდგინა. სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად, პოლიციის პოლკოვნიკი რამაზ თათარაშვილი, ხოლო გურიის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად, პოლიციის პოლკოვნიკი დავით კოდელაშვილი დაინიშნა. რამაზ თათარაშვილი ამ დრომდე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს უფროსის თანამდებობას იკავებდა, დავით კოდელაშვილს კი თბილისის პოლიციის დეპარტამენტის…

Read More
ახალციხეში 9 აპრილის მსხვერპლთა ხსოვნას  მიაგეს პატივი

ახალციხეში 9 აპრილის მსხვერპლთა ხსოვნას მიაგეს პატივი

36 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც საბჭოთა ჯარებმა თბილისში მშვიდობიანი დემონსტრაცია დაარღვიეს. 1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებულმა ძალებმა პარლამენტის შენობის წინ მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს. ოფიციალური მონაცემებით, დაიღუპა 21 ადამიანი, ათასობით მოქალაქე გაურკვეველი გაზით მოიწამლა. 1991 წლის 9 აპრილს უზენაესმა საბჭომ საქართველოს დამოუკიდებლობა გამოაცხადა. დღეს ახალციხეში 9 აპრილის მემორიალი გვირგვინებითა და ლენტებით …

Read More
სურსათის ეროვნული სააგენტო მოსახლეობას მოუწოდებს, არ შეიძინოს კვერცხი და ხორცპროდუქტები სავაჭრო ადგილებში, სადაც არ არის დაცული ჰიგიენური ნორმები და რეალიზაციის პირობები

სურსათის ეროვნული სააგენტო მოსახლეობას მოუწოდებს, არ შეიძინოს კვერცხი და ხორცპროდუქტები სავაჭრო ადგილებში, სადაც არ არის დაცული ჰიგიენური ნორმები და რეალიზაციის პირობები

სურსათის ეროვნული სააგენტო მოსახლეობას მოუწოდებს, არ შეიძინოს კვერცხი და ხორცპროდუქტები სავაჭრო ადგილებში, სადაც არ არის დაცული ჰიგიენური ნორმები და რეალიზაციის პირობები, — ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. სურსათის ეროვნული სააგენტო საზოგადოებისთვის განმარტავს, კონკრეტული პროდუქტის შეძენისას, თუ რას უნდა მიაქციონ ყურადღება. „ხორცის შეძენისას ყურადღება მიაქციეთ: შენახვისა და განთავსების პირობებს — ხორცი უნდა ინახებოდეს სუფთა, დახურულ…

Read More
ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი მოლაპარაკებებს აწარმოებს აზერბაიჯანთან ბაქოში წასვლაზე.  მაიკლ ო’ფლაერტიმ სომეხი ტყვეების თემას დაუბრუნდა

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი მოლაპარაკებებს აწარმოებს აზერბაიჯანთან ბაქოში წასვლაზე. მაიკლ ო’ფლაერტიმ სომეხი ტყვეების თემას დაუბრუნდა

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარ მაიკლ ო’ფლაერტისთვის აზერბაიჯანში მყოფი სომეხი ტყვეების მდგომარეობა პრიორიტეტულია. ის ყურადღებით აკვირდება, თუ რა პირობებში იმყოფებიან სომეხი ტყვეები ბაქოში და რა განსაცდელებს ექვემდებარებიან ისინი. “მოლაპარაკებებს ვაწარმოებ აზერბაიჯანის მთავრობასთან ბაქოში ჩასასვლელად. ამას დრო სჭირდება როგორც მათგან, ასევე ჩემგან”, — განაცხადა მაიკლ ო’ფლაერტიმ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პლენარულ სესიაზე, უპასუხა ევროპის საბჭოს საპარლამენტო…

Read More
სომხეთის რესპუბლიკა მზადაა დაასრულოს ისტორიული ნაბიჯი აზერბაიჯანთან სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმებისთვის- საპარლამენტთაშორისო კავშირის ასამბლეის სომხეთის რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტი

სომხეთის რესპუბლიკა მზადაა დაასრულოს ისტორიული ნაბიჯი აზერბაიჯანთან სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმებისთვის- საპარლამენტთაშორისო კავშირის ასამბლეის სომხეთის რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტი

პარლამენტთაშორისი კავშირის 150-ე ასამბლეის ფარგლებში სიტყვით გამოვიდა სომხეთის რესპუბლიკის თავმჯდომარის მოადგილე ჰაკობ არშაკიანი, რომელმაც ხაზი გაუსვა, რომ სომხეთი ადასტურებს, რომ აზერბაიჯანთან სამშვიდობო შეთანხმების პროექტი დამტკიცდა და მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა.ჩვენ ვიწვევთ აზერბაიჯანს შემოგვიერთდეს ამ მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმაში ჩვენი ორი ხალხის მშვიდობიანი და აყვავებული მომავლისკენ. ამის შესახებ სომხეთის ეროვნული ასამბლეიდან იუწყებიან. სომხეთის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ჰაკობ…

Read More
სურსათის ეროვნული სააგენტო — სარეალიზაციო ქსელიდან სრულად არის ამოღებული “სოფლის ნობათი” რძის კონკრეტული პარტია, სადაც  აფლატოქსინ M1 დაფიქსირდა

სურსათის ეროვნული სააგენტო — სარეალიზაციო ქსელიდან სრულად არის ამოღებული “სოფლის ნობათი” რძის კონკრეტული პარტია, სადაც აფლატოქსინ M1 დაფიქსირდა

სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებით, სარეალიზაციო ქსელიდან სრულად არის ამოღებული რძის (“სოფლის ნობათი”) კონკრეტული პარტია, სადაც აფლატოქსინ M1 დაფიქსირდა. სააგენტოს ინფორმაციით, ამჟამად სარეალიზაციო ქსელში არსებული “სოფლის ნობათის” პროდუქცია სრულად შეესაბამება უვნებლობის სტანდარტებს. „სურსათის ეროვნული სააგენტო, საზოგადოების მაღალი ინტერესებიდან გამომდინარე განმარტავს, რომ სარეალიზაციო ქსელიდან სრულად არის ამოღებული რძის (“სოფლის ნობათი”) ის კონკრეტული პარტია, სადაც აფლატოქსინ M1 დაფიქსირდა. პროდუქციის…

Read More