ფინანსთა მინისტრი საწვავის ფასის ზრდაზე – თუ შევხედავთ, რომ ტენდენცია მნიშვნელოვნად იზრდება, შესაძლებელია დაზღვევის მექანიზმებზე ვიმუშაოთ

ფინანსთა მინისტრი საწვავის ფასის ზრდაზე – თუ შევხედავთ, რომ ტენდენცია მნიშვნელოვნად იზრდება, შესაძლებელია დაზღვევის მექანიზმებზე ვიმუშაოთ

საქართველოს ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის განცხადებით, საწვავზე ფასების ზრდის ტენდენციის გაგრძელების შემთხვევაში,

მთავრობამ შესაძლოა დაზღვევის მექანიზმები შეიმუშაოს.

როგორც ხუციშვილმა პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას განაცხადა, საერთაშორისო ბაზარაზე საწვავის ფასების მკვეთრი ზრდაა, რაც გეოპოლიტიკური მდგომარეობით არის გამოწვეული.

„საწვავთან მიმართებაში ნამდვილად გვაქვს მკვეთრი ზრდა საერთაშორისო ბაზრებზე, რაც გამოწვეულია იმ გეოპოლიტიკური მდგომარეობით, რაც ჩვენს რეგიონში და მსოფლიოში არსებობს. ბუნებრივია, საგადასახადო პოლიტიკა ვერ იქნება მორგებული მოკლევადიან რყევებზე საერთაშორისო ბაზრებზე, თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ შევხედავთ, რომ ეს ტენდენცია მნიშვნელოვნად იზრდება, შესაძლებელია ვიმუშაოთ დაზღვევის მექანიზმებზე ამ მიმართულებით. ეს არ იქნება ე.წ. საფეხურებრივი სისტემა აქციზის. შესაძლებელია იყოს დაზღვეული როგორც ზედა ჭერი, ასევე ქვედა ნაწილი ფასების“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.