ახალციხეში, კოსტავას ქუჩა N75-ში მინი-სტადიონის რეაბილიტაცია იგეგმება.
სპორტული მოედანი მრავალი წელია საჭიროებს შეკეთებას. მიუხედავად დანგრეული ინფრასტრუქტურისა, ბავშვები მაინც თამაშობენ ამ მოედანზე.
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია მინი-სტადიონის რეაბილიტაციისთვის 200 ათას ლარზე მეტის დახარჯვას გეგმავს – ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, ღობის და მიმდებარე ინფრასტრუქტურის დემონტაჟი და ახლით შეცვლა იგეგმება. ასევე კალათბურთის და ფეხბურთის კარების და ტრიბუნების მოწყობა.
როგორც მუნიციპალიტეტის მერიაში გვითხრეს, თანხა მთლიანად ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყოფა. წინადადებები მიიღება 19-22 ივლისს, სამუშაოს შესრულების ვადა ხელშეკრულების გაფორმებიდან 4 თვეა.