სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრები შეთანხმდნენ, გააგრძელონ მუშაობა სამშვიდობო ხელშეკრულებაზე

სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრები შეთანხმდნენ, გააგრძელონ მუშაობა სამშვიდობო ხელშეკრულებაზე

ვაშინგტონში გამართულ შეხვედრაზე სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიჰუნ ბაირამოვი შეთანხმდნენ, გააგრძელონ მუშაობა სამშვიდობო ხელშეკრულებაზე. ამის შესახებ სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო იუწყება.

„10 ივლისს, ნატოს დაარსებიდან 75-ე წლისთავისადმი მიძღვნილი სამიტის ფარგლებში, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის ინიციატივითა და მონაწილეობით გაიმართა სრ საგარეო საქმეთა მინისტრის არარატ მირზოიანისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის ჯეიჰუნ ბაირამოვის შეხვედრა. 

მხარეებმა აღნიშნეს სომხეთისა და აზერბაიჯანის მიერ მიღწეული პროგრესი მშვიდობისა და სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების დამყარების ისტორიული შეთანხმების დადების მიმართულებით და შეთანხმდნენ მუშაობის გაგრძელებაზე. მხარეებმა მადლობა გადაუხადეს აშშ-ის სახელმწიფო მდივანს შეხვედრის მასპინძლობისთვის“, – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.